რეზონანსი
24.05.2026

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

მათივე ინფორმაციით, საუბარში ასევე მონაწილეობდნენ: ბაჰრეინის მეფე ჰამად ბინ ისა ალ ხალიფასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ

ზაიდ ალ ნაჰიანთან, კატარის ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ ტანისთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, იორდანიის მეფე აბდულა II-სთან, პაკისტანის არმიის შტაბის უფროსთან, ფელდმარშალ სეიდ ასიმ მუნირთან და აშშ-ის კაბინეტის წევრები.

„სატელეფონო საუბრისას, რომელიც ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხო, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყოველთვის ემხრობა პრობლემების დიალოგისა და დიპლომატიის გზით მოგვარებას, რომ ჩვენ მივესალმებით ირანთან დიპლომატიურ პროცესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, ტრამპის მიერ ნახსენებ დონეს აღწევს და რომ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას და გლობალურ ეკონომიკას. პრეზიდენტმა ერდოღანმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყნებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტაციის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა ირანთან პოტენციური შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად.

„აღნიშნა რა, რომ თურქეთი მზადაა ირანთან პოტენციური შეთანხმების განხორციელების ფაზაში ყველანაირი მხარდაჭერის გასაწევად, პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ და გამოთქვა რწმენა, რომ ამ პროცესის განმავლობაში შესაძლებელია ირანის კონტექსტში სადავო საკითხებისთვის, მათ შორის ბირთვული საკითხისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებების პოვნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ახალი ეპოქისკენ ისწრაფვის, რომელშიც რეგიონის ქვეყნები ერთმანეთს საფრთხეს არ შეუქმნიან და რომ სამართლიან მშვიდობას წაგებულები არ ეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×