რეზონანსი
24.05.2026

რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები კვლავ გრძელდება, საფრანგეთი გმობს ამ თავდასხმას და „ორეშნიკის" ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის ჩიხში შესვლასა და უკონტროლო ესკალაციაზე მიუთითებს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება", - წერს მაკრონი.

უკრაინაზე თავდასხმას გმობს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც.

„რუსეთმა მასიური იერიში მიიტანა უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეებზე. ამ პროცესში კიდევ ერთხელ ამოიყენეს „ორეშნიკის" სარაკეტო სისტემა. ფედერალური მთავრობა მკაცრად გმობს ამ უგუნურ ესკალაციას. გერმანია კვლავ მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს", - წერს მერცი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×