რეზონანსი
25.05.2026

24 მაისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და არხში გადავარდა, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი - ერთი მათგანი კლინიკა „იმედში", სადაც ამ ეტაპზე კვლევები უტარდება. კლინიკაში განგვიცხადეს, რომ მას გულმკერდის და მუცლის ღრუს ტრავმა აღენიშნება

მეორე დაშავებული კი, ახალციხის "რეფერალურ ჰოსპიტალშია" გადაყვანილი.

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×