რეზონანსი
26.05.2026

კარგად ვიცით თუ რა გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუ რა გამოწვევის წინაშე იდგა და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ამიტომ, პირველ რიგში, რასაც ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას, ეს არის გამთლიანება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პოლიტიკითა და სიყვარულით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ. მან სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ეს დღე ყველასია, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ერს და ბერს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს. ემოციური იყო ახალწვეულების ფიცის დადების ცერემონია, იმ სიცოცხლით სავსე ბიჭების, თავის ქვეყანაზე შეყვარებული პატრიოტი ახალგაზრდების, რომლებმაც დღეს ქვეყნის და ღვთის წინაშე დადეს ფიცი, რომ ემსახურონ თავიანთ სამშობლოს.

ჩვენმა სულიერმა მამამ, აწ განსვენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა ყველაზე მთავარი ანდერძი და დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მიმართა ჯარს და სრულიად საქართველოს, რომ მხოლოდ სიყვარულით ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×