რეზონანსი
26.05.2026

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის შესაბამის დოკუმენტს ქართულ მხარეს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი უზიარებს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მილოცვაშია ნათქვამი, ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო! 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს.

ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. შეერთებული შტატები კვლავაც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს მდგრადი უსაფრთხოების, თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში“,- აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×