რეზონანსი
28.05.2026

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის საელჩო ღიაა. ჩვენს მუშაობაში არავითარი ცვლილება არ შესულა და ნებისმიერი განცხადება, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, არის სიყალბე. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამერიკელების უსაფრთხოებას უპირველესი მნიშვნელობა აქვს და ის რეგულარულად სწავლობს კიევში საელჩოს უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ამერიკელებმა შეიარაღებული კონფლიქტის გამო უკრაინაში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×