რეზონანსი
28.05.2026

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკა „იმედში“ გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა. 

„შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები,  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა“,- გვითხრა, სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა მენეჯერმა, მზია კაკოშვილმა. 

შემთხვევა გუშინ, 27 მაისს ახალციხეში ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი რომელიც მეხუთე სართულზე ცხოვრობდა ფანჯრიდან გადმოვარდა. 

მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×