რეზონანსი
28.05.2026

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე  თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირის დაკავების საკითხს ეხებოდა. 

„იმისთვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს, თუნდაც პოტენციურად, სისტემური ხასიათი, სწორედ ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო, რომ თავის დროზე, სახელმწიფო არ რეაგირებდა ასეთი ტიპის სამართალდარღვევებზე, ვხედავდით, რომ იზრდებოდა თვითნებობა წინა ხელისუფლების პირობებში. სწორედ იმისათვის არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ სისტემური სახე არ მიიღოს ძალადობამ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ ძალადობს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე  თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ყველას მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს“, -  განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×