რეზონანსი
28.05.2026

 რუსეთმა და ყაზახეთმა პირველი ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.

ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება 16.5 მილიარდი დოლარია, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია მოსკოვის მიერ გამოყოფილი მსხვილი საექსპორტო სესხით.

თანხის ნაწილი, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურისთვის დაიხარჯება.

ყაზახეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო ბირთვულმა კორპორაცია „როსატომმა" წამყვანი როლი მოიპოვა სადგურის მშენებლობაში, რომელმაც ჩინეთის ეროვნულ ბირთვულ კორპორაციას (CNNC), ფრანგული კომპანია EDF-ს და „კორეა ჰიდრო და ბირთვულ ენერგიას" აჯობა.

მშენებლობა 2027 წელს დაიწყება, ხოლო პირველი რეაქტორი ექსპლუატაციაში 2034 წლის დასაწყისში შევა.

ყაზახეთი მსოფლიოში ურანის უდიდესი მწარმოებელი ქვეყანა. 2024 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას მხარი დაუჭირეს და მშენებლობის ადგილად ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბალხაშის ტბის სანაპიროზე მდებარე სოფელი ულკენი განისაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის 20-მილიონიანი ქვეყანა ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან მარაგს ფლობს, ელექტროენერგიის საჭიროებისთვის ძირითადად ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს ეყრდნობა, რასაც თით-ოროლა ჰიდროელექტროსადგური და მზარდი განახლებადი ენერგიის სექტორი ავსებს. ყაზახეთი ახორციელებს ელექტროენერგიის იმპორტს, ძირითადად რუსეთიდან, რადგან თავისი გენერაციის ობიექტები, რომელთაგან ბევრი მოძველებულია, შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×