
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი, სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის პოტენციური შეთანხმება დამოკიდებული იქნება იმაზე, გადაწყვეტს თუ არა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მხარდაჭერას. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
"ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სურს პრეზიდენტი, ხოლო პრეზიდენტი ამერიკელი ხალხისთვის საზიანო (ცუდ) შეთანხმებაზე არ წავა" - თქვა მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბესენტმა უარი თქვა ადმინისტრაციასა და ირანს შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმების დეტალების დადასტურებაზე, რომელმაც, შესაძლოა, გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და გზა გაუხსნას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა აკმაყოფილებდეს ტრამპის მოთხოვნებს: სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის დაშვებასთან ერთად, ირანმა უნდა გადასცეს თავისი მაღალგამდიდრებული ურანი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას.
ბესენტმა ასევე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნია ვარაუდები იმის შესახებ, რომ აშშ, შესაძლო შეთანხმების ფარგლებში, ირანს სანქციებს მოუხსნის.
"ეს არის მრავალმხრივი შეთანხმება და დღის წესრიგში არაფერი დადგება მანამ, სანამ არ ვიხილავთ ჰორმუზის სრუტის გახსნას და სანამ ირანელები არ დათანხმდებიან მაღალგამდიდრებული ურანის გადაცემასა და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას," - განაცხადა მან.