
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ამხელს. პატიმარ სააკაშვილის ბრალდებას ნიკანორ მელიას წინააღმდეგ, გვარამია კრიტიკით ეხმაურება. მისი თქმით, რევოლუციას ერთი ადამიანი ვერ ახდენს და ეს 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს ერთპიროვნულად არც სააკაშვილს გაუკეთებია.
„არ არის ეს სიმართლე რასაც ნიკასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან დაშალა მიტინგი, არ ვიცი რას ნიშნავს - ვინმემ დაშალა მიტინგი, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდოდა, იქ იყვნენ და შეეძლოთ გაეკეთებინათ. მიტინგების რევოლუციებში გადაზრდა ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით არ ხდება, ეს მიშა სააკაშვილის გადაწყვეტილებითაც არ მომხდარა 2003 წელს“, - განაცხადა გვარამიამ.
ცნობისათვის, მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში კვლავ მიხეილ სააკაშვილმა შეიტანა და მასავით ციხეში მყოფ ნიკა მელიას ბრალდებებით სავსე განცხადება მიუძღვნა. სააკაშვილი საკუთარი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მთავარ შეცდომად მიიჩნევს წლების წინ გამართული აქციის დაშლას, როდესაც, მისი პოზიციით, ხალხს სააკაშვილის გათავისუფლება შეეძლო. ამ დრომდე დუმს თავად მელია.