რეზონანსი
29.05.2026

აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ არსებული დროებითი ზავი გაგრძელდება. როგორც გამოცემა Axios წერს, 60-დღიანი მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ახალ ეტაპზე გადასვლაზე თანხმდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას. დოკუმენტის თანახმად, ირანმა მომდევნო 30 დღის განმავლობაში სრუტის განაღმვა უნდა უზრუნველყოს, რაც რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად განიხილება.

ამ ეტაპზე საერთაშორისო საზოგადოება ელოდება მემორანდუმის ოფიციალურ დამტკიცებას, რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ირანის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ უნდა მოეწეროს. შეთანხმების საბოლოო გაფორმების შემთხვევაში, მხარეებს შორის დიალოგის გაგრძელებისა და რეგიონში დაძაბულობის შემცირების ახალი შესაძლებლობა გაჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×