
პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის ოჯახი პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს. როგორც ლოცულაშვილის ძმა აცხადებს, ნაცემ კაცს, გვიან ღამით საშინელი ტკივილები ჰქონდა თავის, ტანის, ხელის და ფეხის არეში. ასევე იყო გონების კარგვის ორი ეპიზოდიც, რის შემდეგაც ოჯახმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ნაცემი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
ღამის დაახლოებით 1-კენ თუ 12-სკენ მოხდა, მანამდე გული წაუვიდა, მერე ისევ დაკარგა გონება. მიზეზი როგორც ექიმები ამბობენ, ტკივილები იყო .
სანამ სასწრაფოდ გამოვიძახებდით, საპირფარეშოშიც წაბარბაცდა, ისევ დავაწვინეთ, მერე ორი საათის მერე ისევ შეუძლოდ გახდა. ექიმი როგორც ამბობს, ეს ტკივილების ბრალი იყო.
"ტკივილები - თავის, ტანის, ხელის ფეხის არეში ჰქონდა. იძახდა ძალიან მტკივაო, გამაყუჩებლებზე იყო. სასწრაფოც რომ მოვიდა გამაყუჩებელი გაუკეთა.
ოჯახის მოთხოვნა არის, რომ მოუხსნან ბრალი მას და შეეშვან, ისეთ სტრესშია და ისეთი შეშინებულია, ძალიან", - ამბობს ძმა.
როგორც ოჯახს აქვს ინფორმაცია, ამ წუთებში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების კონსილიუმი მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, თუ არ კვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს.