რეზონანსი
29.05.2026

პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა სხვადასხვა დროს  რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად  ყალბი კუპიურები  მოათავსა, რის შედეგადაც, კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×