რეზონანსი
29.05.2026

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე დაკავებული ექვსი პოლიციელი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია. სასამართლო პროცესი ერთ საათში დაიწყება. პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სახლში გონება ორჯერ დაკარგა.

„ოჯახმა გადაწყვიტა, საავადმყოფოში გადაეყვანა მას შემდეგ, რაც სახლში გონება დაკარგა ორჯერ. ახლა რჩება მე-8 საავადმყოფოში და გადის რეაბილიტაციას. ჩემთვის როგორც ცნობილია, ექიმები გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე დღე დატოვონ, რათა დააკვირდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ის არის მსხვერპლი და გამოძიება უნდა შეწყდეს. როდის და რა გარემოებები მიიღო დაზიანება, ჩემთვის უცნობია. კადრებში ძალიან კარგად ჩანს, ამ საქმეს ჰყავს მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი და ეს არის პაპუნა. მას არავისზე არ უძალადია“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სახლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება პოლიციელიც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×