რეზონანსი
29.05.2026

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის მდგომარეობაზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი პირველ კომენტარს აკეთებს -  ლევან რატიანი ამბობს, რომ პაპუნა ლოცულაშვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა არ აღენიშნება. ექიმის თქმით, ნაცემ კაცს ჩაუტარდა როგორც კომპიუტერულ- ტომოგრაფიული კვლევა, ისე ბიოქიმიური კვლევა, ასევე შემოწმდა ყველა დარგის სპეციალისტის მიერ.

რატიანის განცხადებით, ნევროლოგების მიერ კონსილიუმმა დაადგინა, რომ პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ აღენიშნება, თუმცა ის მონიტორინგისთვის მაინც რჩება ნევროლოგიურ განყოფილებაში. მედიკოსი ამბობს, რომ თუ მდგომარეობა ისე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის და ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი ბინაზე 72 საათში გაეწერება. 

„პაციენტი შემოყვანილია 00:26 საათზე სასწრაფოს მიერ. იმყოფებოდა მიმღებ განყოფილებაში, ჩაუტარდა ყველა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა. კვლევა მოიცავდა თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას. კომპიუტერულ- ტომოგრაფიული კვლევის შედეგად კეროვანი დაზიანება პაციენტთან არ გამოვლინდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა კველა ბიოქიმიური კვლევა, ასევე ყველა დარგის  სპეციალისტებთან კონსულტაცია. დღეს შედგა ნევროლოგების მიერ კონსილიუმი, პაციენტს ამ ეტაპზე მწვავე ნევროლოგიური დარღვევა, რაც განაპირობებს სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას, არ ვლინდება. პაციენტს შესთავაზა მონიტორინგის მიზნით დაკვირვება დინამიკაში და ჰოსპიტალიზაცია. პაციენტი იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში. ვიტალური პარამეტრები სტაბილურია, მხოლოდ და მხოლოდ დაყოვნების მიზეზით პაციენტთან არის შემდგომი მონიტორინგი, ვინაიდან ის აღნიშნავს, რომ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, ასევე ჰქონდა გულის რევის შეგრძნება, ჩვენს კლინიკაში ამ პერიოდამდე, ამ წუთამდე, გულსი რევის შეგრძნება და ღებინება არ ყოფილა, მაგრამ რადგანაც არის ასეთი მდგომარეობა, პაციენტი მონიტორინგისთვის, შემდგომი დაკვირვების მიზნით იმყოფება ნევროლოგიურ განყოფილებაში.

შემოყვანილი იყო სასწრაფო დახმარებით, პაციენტს არანაირი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა პაციენსტა რ გააჩნია ამ ეტაპისთვის. შემდგომი მონიტორინგისთვის, დინამიკაში დაკვირვებისთვის, პაციენტი დაყოვნდა ნევროლოგიურ განყოფილებაში. თუ მდგომარეობა ისე გაგრძელდა, როგორც არის, ჩივილი არ დაფიქსირდა, დაფიქსირდა ის კლინიკური გამოვლინება, რაც დამახასიათებელია ამა თუ იმ მდგომარეობისთვის, პაციენტი 72 საათში გაეწერება ბინაზე რეკომენდაციით“, - განაცხადა რატიანმა. 

ოჯახის და ადვოკატის განცხადებით პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით ცუდად გახდა, ჰქონდა ტკივილები, ასევე გულის წასვლის ორი ეპიზოდი, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარებამ პოლიციელების მიერ ნაცემი კაცი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×