რეზონანსი
29.05.2026

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა ცოუმ განაცხადა, რომ რუსული დრონის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მან საგარეო უწყებაში რუსეთის ფედერაციის ელჩი დაიბარა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

„დღეს, დღის მეორე ნახევარში საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ფედერაციის ელჩი დავიბარე. მას აცნობებენ იმ ზომების შესახებ, რომლებსაც რუმინეთი მიმართავს დიპლომატიურ დონეზე აღნიშნული ინციდენტის საპასუხოდ“, - განაცხადა ცოუმ.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუმინეთმა ინციდენტთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებს უკვე აცნობა და მათგან სოლიდარობა მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცერთ ქვეყანას არ შეუძლია მარტო გაუმკლავდეს ასეთ რისკებს. მათ საჭირო გაბედულებით ვუპასუხებთ“, - დასძინა რუმინეთის პირველმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, გვიან ღამით,რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ გალაცში 10-სართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად,ორი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×