|

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ მან, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი, ჩამოართვას. ნავროცკის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონური მხარე მიიჩნევს, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.
„8 ივნისს, თეთრი არწივის ორდენის კაპიტულის სხდომა გაიმართება. გამოვედი წინადადებით დღის წესრიგში უკრაინის პრეზიდენტისთვის ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაცემული ჯილდოს ჩამორთმევის საკითხი შევიტანოთ“, - განაცხადა ნავროცკიმ. როგორც პოლონეთის ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის გმირების“ სახელის მინიჭებით, ზელენსკიმ „რუსულ პროპაგანდას შესანიშნავი მასალა მისცა. ძალიან კრიტიკულად ვაფასებ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - თქვა ნავროცკიმ.
ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი ნავროცკის წინამორბედმა, ანდჟეი დუდამ 2023 წლის 5 აპრილს გადასცა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|