რეზონანსი
29.05.2026

საქართველოში პირველად, თბილისში მყოფ პაციენტს, მარდალეიშვილის სამედიცინო კლინიკაში ურთულესი რობოტული ოპერაცია ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩაუტარდა. 6,000 კილომეტრის დისტანციაზე, 8 საათისა და 30 წუთის განმავლობაში, ოპერაციის უწყვეტი და სტაბილური ინტერნეტკავშირი მაგთიკომმა უზრუნველყო.

 მაგთიკომის საიმედო საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურამ და ოცდაოთხსაათიანმა ტექნიკურმა მონიტორინგმა შესაძლებელი გახადა, ისტორიული სამედიცინო ოპერაცია მთელი პროცესის განმავლობაში შეფერხების გარეშე წარმართულიყო.

 მაგთიკომისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, რაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემსახურება, საზოგადოებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ქვეყნის ტექნოლოგიური პროგრესი ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×