რეზონანსი
29.05.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი რუმინეთის გადაწყვეტილებაზე კონსტანცაში გენერალური საკონსულოს დახურვისა და კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ საპასუხო ზომებს მიიღებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საპასუხო ზომები რუსეთის გენერალური კონსულის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებისა და გენერალური საკონსულოს დახურვის გამო დიდი ხნით არ დაყოვნდება“, - ციტირებს მედია ზახაროვას.

ცნობისთვის, რუმინეთის მთავრობამ რუსული უპილოტო საფრენი აპარატის მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის გენერალურ საკონსულოს ქალაქ კონსტანცაში დახურა, ხოლო კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×