რეზონანსი
29.05.2026

ისრაელის თავდასხმების შედეგად, ლიბანში, ყოველ 24 საათში ერთხელ საშუალოდ 11 ბავშვი იღუპება ან სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს. ინფორმაციას „როიტერი“, გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს ღამე ისრაელმა ლიბანის სამხრეთით განლაგებულ ქალაქებსა და სოფლებზე მასირებული იერიში მიიტანა. ხუთშაბათს ბეირუთის სამხრეთ ნაწილიც დაიბომბა.

„იუნისეფის“ მონაცემების თანახმად, რომელიც თავის მხრივ, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას ეყრდნობა, უკანასკნელ შვიდ დღეში, ლიბანში დაიღუპა ან დაიჭრა 77 ბავშვი. მას შემდეგ, რაც 16 აპრილს ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, 55 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 212 დაშავდა.

„იუნისეფის“ პრესსპიკერი რიკარდო პირესი ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ყველა ბავშვი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაცული უნდა იყოს“, - ციტირებს „როიტერი“ პირესს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×