
ვლადიმირ პუტინი რუმინეთში დრონის ჩამოვარდნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე ვერავინ იტყვის, რა წარმოშობისაა ესა თუ ის საფრენი აპარატი.
პუტინის განცხადებით, წარსულში ფინეთში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში უკრაინული დრონები შეიჭრნენ.
„პირველი რეაქცია ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახლა რუმინეთშია. „განგაში, რუსები მოდიან, რუსები გვბომბავენ“. შემდეგ კი ირკვეოდა, რომ ამას რუსეთის საფრენ აპარატებთან საერთო არაფერი ჰქონდა“, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.