რეზონანსი
29.05.2026

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა, გალატში რუსული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაზარალებულები მოინახულა. ადგილზე შეკრებილმა მოსახლეობამ შეძახილებით ნიკუშორ დანის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა.

საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ რუმინეთის პრეზიდენტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთელი ევროპა ახლა ახალ სამხედრო ტექნოლოგიებთან გამკლავებას ცდილობს, რომლებიც უკრაინის ომმა წარმოშვა.

„ეს ომია, რომელმაც შექმნა ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არ არსებობდა. არ არსებობს ქარხნები, რომლებიც ამ სახის აღჭურვილობას აწარმოებენ და ყველა რაც შეიძლება სწრაფად განახლებას ცდილობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ ოთხი პროექტი გვაქვს“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ნატო-ს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების შესახებ კითხვაზე ნიკუშორ დანმა უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მომავალ კვირებში გახდება საჯარო.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი ათსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×