რეზონანსი
29.05.2026

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინი - ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" ხვალ ქართული დროშებიც იქნება. ხვიჩა კვარაცხელია "პსჟ"-სთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაიცავს და მეორედ შეეცდება ევროპის მთავარი თასის აღმართვას.

თუ პარიზის გუნდი ჩემპიონი გახდა, ის "მადრიდის რეალთან" ერთად მეორე კლუბი იქნება, რომელმაც ჩემპიონობა შეინარჩუნა. ხვიჩა კვარაცხელიას 10 გოლი და ჯამში 17 საგოლე მოქმედება აქვს - პლეი-ოფში გატანილი 7 გოლითა და 3 ასისტით ის ბომბარდირების სიის სათავეშია.

"პსჟ"-ის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს თქმით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა ნებისმიერი გუნდისთვის რთული მისაღწევია და სწორედ ეს არის ის, რითაც გუნდს სიამაყის უფლება აქვს. მწვრთნელის განცხადებით, გუნდი როგორც შეტევით, ისე დაცვით, თამაშს გააუმჯობესებს, რადგან სწორედ ამისთვის ვარჯიშობენ.

"ჩვენ კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ, რაც ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთული მისაღწევია და ეს არის ის, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. რადგან ბოლო წლებში ბევრი მატჩი ვითამაშეთ და ყოველთვის არსებობს დეტალები, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელია. ვფიქრობ, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ როგორც შეტევით, ისე დაცვით თამაშს, რადგან სწორედ ამისთვის ვვარჯიშობთ. რაც შეეხება დანარჩენს, ფინალის მართვა ყოველთვის განსაკუთრებული გამოწვევაა," - აცხადებს „პსჟ“-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე.

ხვალინდელ მატჩს სტადიონზე 67 000 ადამიანი დაესწრება და უეფას პროგნოზით მსოფლიო მასშტაბით 450 მილიონი მაყურებელი ეყოლება. უნგრეთის დედაქალაქი დღეს უკვე საფეხბურთო ფესტივალის ადგილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×