რეზონანსი
30.05.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრის, თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, სიღნაღში შეკრებილ ახალგაზრდებისგან, ორგანიზაციის წევრები ელიან სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის მოსმენას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რამდენად ერგება კახეთის რეგიონში არსებული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს.

„ჩვენი გზავნილები ახალგაზრდებისადმი კვლავ უცვლელია: გვინდა, მათგან მოვისმინოთ სხვადასხვა ინიციატივა და იდეა, მათ შორის, კრიტიკული კითხვები პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით.

გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის რეგიონში ვითარდება სპორტული მიმართულება, საგანმანათლებლო, პროფესიული მიმართულებები. ჩვენთვის კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სწორედ ახალგაზრდებისგან მოვისმინოთ, რამდენად ერგება აღნიშნული შესაძლებლობები ახალგაზრდების რეალურ საჭიროებებს“, - აღნიშნა თიკანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×