რეზონანსი
30.05.2026

პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ვარაუდობს, რომ „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის დაკავების მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო საქართველოში „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორიც სწორედ „ევრაზიის ინსტიტუტუტი“ იყო. აქუბარდიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსოფობიური ქმედებების გამო ჯარის გამოყენების შესაძლებლობაზე, სავარაუდოდ, ეს იყო რცხილაძის დაკავების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. 

„გულბაათ რცხილაძის რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობის შესახებ დიდი ხანია იწერებოდა და ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა რატომ დააკავეს ის დღეს, ალბათ ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რომ ის რუსეთის ინტერესებზე მუშაობდა და არა მხოლოდ რუსეთის მათ შორის. გასაგებია, მეორე ქვეყანა რომელი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ მთავარია მისი ბოლო აქტივობა, როცა მან თქვა, რომ მონიტორინგის საბჭოს ქმნის „რუსოფობიური და ანტირუსული განცხადებების გამო“,  მიუხედავად ოკუპაციის არსებობისა და რომ სამართლებრივ რეაგირებას მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“. იმ ფონზე, როცა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსოფობიური ქმედებების გამო ჯარის გამოყენების შესაძლებლობაზე, მე ვფიქრობ, ეს იყო მისი დაკავების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი“, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ჯაშუშობის ბრალდებით, გულბაათ რცხილაძე სუს-მა დღეს დააკავა. სუს-ი ამბობს, რომ დაკავებული ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს სისტემურად აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. რციხლაძეს  8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×