
ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. გამოცემა Aktual.ge გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ დედამ დანით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
როგორც გამოცემა წერს, ინციდენტის შემდეგ ოჯახის წევრებმა მომხდარის დამალვა სცადეს, თუმცა ინფორმაცია მალევე ცნობილი გახდა.
შემზარავი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აქტივისტი ჯეიხუნ მუჰამედალი.
"რა წყეული დღეები გვაქვს! ბოლნისის სოფელი ხახალაჯვარში დედამ 7წლის ბავშვი მოკლა მერე თვითმკვლელობა სცადა და დანით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს. ამბავი წუხელ საღამოს მოხდა. პ.ს. სავარაუდოდ დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდაო" - წერს მუჰამედალი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული ქალი დაკავებულია.