რეზონანსი
01.06.2026

ირანის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე იერიშს მიიტანს, მაშინ თეირანი ჩრდილოეთ ისრაელს დაარტყამს.

ამასთან, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლისა და მართვის ქვეშ არის.

„ჩვენ საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას არ დავუშვებთ და ლიბანში დაძაბულობის ესკალაციასაც არ შევეგუებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოთმინებას თავისი საზღვარი აქვს“, - დაწერა ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×