რეზონანსი
02.06.2026

რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინანლური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×