რეზონანსი
02.06.2026

ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, პიტერ ჰარდერთან ერთად, შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ხელმძღვანელობდა, - წერს კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი სოციალურ ქსელში.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები, გეოპოლოტიკური მდგომარეობა და საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების გაღრმავების ახალი პერსპექტივები განიხილეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, გეოპოლიტიკური გარემოებები (საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სამეზობლოში მდებარეობს), აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში არსებული გაყინული კონფლიქტები, ასევე რუსეთის საერთო გავლენა რეგიონში. ეს იყო საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა პიტერ ბიმმა.

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიტერ ბიმთან და თავმჯდომარის მოადგილესთან, პიტერ ჰარდერთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×