რეზონანსი
02.06.2026

ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია „ახალის“ ყოფილი წევრის, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძის მისამართით სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილის გაღიზიანება გამოიწვია ქამადაძის განცხადებამ, სადაც მან თქვა, რომ გაუგებარია, რის გარშემოა გაერთიანებული ოპოზიციური ალიანსი.

„ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ. და ახლა სპეციალურად ვაკადრე არარაობა - როცა ფედერალისტები მთავრობაში ვიქნებით, ახლოს რომ ვერ მოგვეკაროს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა მირდატ ქამადაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თქვა:

„ჩემთვის გაუგებარია ეს რას ემსახურება, რადგან ვერ გავიგე ალიანსი კონკრეტულად რა იდეის გარშემოა გაერთიანებული. ამ სრულიად განსხვავებულს ადამიანებს, ერთმანეთისთვის წარსულში ბევრი რამე უკადრებიათ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×