რეზონანსი
04.06.2026

ურსულა ფონ დერ ლაიენი ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს რუსეთის მიერ სომხეთიდან იმპორტზე ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ესაუბრა.

„ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება და ეს მიუღებელია. სომხურ პროდუქციაზე შეზღუდვების დაწესებით, მოსკოვი ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. ეს მეთოდები კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, ევროპა მტკიცედ დგას სომხეთის გვერდით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი სომხეთისთვის მხარდაჭერის პაკეტს ამზადებს.

„ეს 50 მილიონ ევროზე მეტ დაუყოვნებლივ ფინანსურ დახმარებას მოიცავს. ასევე, განვიხილეთ სომხური პროდუქტებისთვის, კერძოდ, აგროსასურსათო პროდუქტებისთვის ვაჭრობის გამარტივების ზომები. საქმე ეხება რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაზარალებულ სექტორებს, კერძოდ სომხურ ყვავილებს. ლატვიაში, ხვალ 10000 ყვავილის პარტია ჩავა“, - აღნიშნულია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×