რეზონანსი
04.06.2026

პროდიუსერი შაკო ჩაჩანიძე ოპოზიციის მომხრეების კომენტარების ე.წ სქრინებს აქვეყნებს, რომლებიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნას და კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხებს შეეხება.

კომენტარებში მკაცრად აკრიტიკებენ მშობლებს და „გამყიდველებს, სამარცხვინოებს და მთავრობასთან გარიგებულებს“ უწოდებენ.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ.

„ხელისუფლებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს მედიკამენტები დაუფინანსდებათ. და აი ამ ნიუსზე, უბრალოდ ნახეთ, რა კომენტარებს წერენ ნაცები. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ უსისხლო ოპოზიციას სინდისი საერთოდ არ გააჩნია და კარგი არაფერი უხარიათ“, - წერს ჩაჩანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×