
თბილისში, 2 ივნისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მტკვარში გადავარდნილ მანქანას და მის მძღოლს მაშველები უკვე 72 საათია უშედეგოდ ეძებენ. ამასობაში კი ბრალი წარუდგინეს მძღოლს, რომელიც აღნიშნული ავარიის გამო დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ივნისს, თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა „,ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას, რომელსაც დააკარგვინა მართვა და გადაიყვანა საპირისპირო სამოძრაო ზოლში, სადაც ავტომანქანა „ჰიუნდაი“ შეეჯახა სხვა ავტომანქანას რა დროსაც მართვადაკარგული გადავარდა მდინარე მტკვარში, რომლის მძღოლის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.