რეზონანსი
06.06.2026

ძლიერი სტრუქტურის შექმნა და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება ბოლომდე, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ალიანსის საერთო კამპანიაში ჩაერთვება ყველა პარტია, რომლისთვისაც ერთობაა მნიშვნელოვანი.

„ნებისმიერი გზავნილი, რასაც შეიძლება, ტელევიზიით ვისმენდეთ, საერთო საქმეს აზიანებს. ამიტომ, ყურადღებას არც ვაქცევ ამ განცხადებებს. ჩვენი კამპანიაა დასაგეგმი, ამაზე დღესაც იყო კომუნიკაცია, ამ კამპანიას რეგიონებშიც გავაგრძელებთ. ნებისმიერი პარტია, რომელიც, მიიჩნევს, რომ საერთო საქმე და ერთობა მნიშვნელოვანია, ამ საერთო კამპანიაში ჩაერთვება“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი, ვისაც ბზარი შეაქვს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თვითონ დაზარალდება.

„მთავარია საქმე, რასაც ხალხი ითხოვს. ნებისმიერი, ვინც ამ ერთობას, ამ საქმეს გაჰყვება, გააკეთებს საქმეს და ხალხს დაუმტკიცებს, რომ შეუძლიათ მუშაობა და ერთობლივად გადაწყვეტილების მიღება, ის ჯგუფი იქნება ცვლილების მომტანი. ამიტომ ნებისმიერი პარტია, რომელიც ალიანსშია, ან არ არის და  ცდილობს ან შეიტანს ბზარს საზოგადოებრივ მოთხოვნაში, თავად დაზიანდება“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×