რეზონანსი
06.06.2026

საქართველოში ნარკოდაბაშაულის ბრალდებით კანადელი სტუდენტი დააკავეს - სიმონ როვენსკის ოჯახის ინფორმაციით,  22 წლის ბიჭის დაპატიმრების მიზეზი ADHD-ის სამკურნალო მედიკამენტი გახდა. ბრალდებულის ოჯახის წევრების და ახლობლების მტკიცებით, ტურისტი თბილისში საზღვარზე სამკურნალო მედიკამენტ „ადერალის“ გამო დააკავეს.  

მათივე ინფორმაციით, კანადელ ახალგაზრდას თან არ ჰქონდა წამლის ერთი თვის მარაგი და რეცეპტის ქართული თარგმანი, საქართველოში კი ეს მედიკამენტი ნარკოტიკულ ნივთიერებად კლასიფიცირდება. 22 წლის საიმონი გლდანის ციხეშია, სტუდენტს 8-დან 20 წლამდე პატმრობა ემქურება.

სასამართლო პროცესი 25 ივნისისთვისაა დანიშნული.  

დაკავებულის ახლობლებმა მიმართვა  გაავრცელეს, სადაც მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავენ - როვენსკების თქმით, შეგროვებული თანხა ადვოკატის მომსახურებასა და სამართლებრივ ხარჯებს მოხმარდება.

ოჯახი საქმეში საერთაშორისო მედიისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩართვას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×