რეზონანსი
06.06.2026

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 ბავშვი და 3 ზრდასრული კი დაშავდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, შეჯახების შედეგად ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

5 დაშავებული ბავშვი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. როგორც, საინფორმაციო სააგრნტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა ემერჯენსის მორიგე ექიმმა, შორენა დალაქიშვილმა განუცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა მენეჯერმა, ლევან ჭელიძემ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 3 ზრდასრული, მათგან ორს სხვადასხვა მოტეხილობები აღენიშნება და ექიმები საოპერაციოდ ამზადებენ.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×