რეზონანსი
06.06.2026

როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი, არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.

მისივე თქმით, არგუმენტები, რომ უვიზო მიმოსვლის პირობები ირღვევა, არ არსებობს.

„ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან იმ დონეზე არ არის ჯერ გაფუჭებული, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ინტერესების გათვალისწინების და ნორმალური ურთიერთობის გარეშეც ევროკავშირი თავის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში ვერ დაიცავს. საქართველოს გარეშე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი რეგიონის წამყვან ქვეყანას, აქ პოლიტიკის გატარება შეუძლებელია“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×