რეზონანსი
07.06.2026

სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ბეგლარიანს, რომელიც ერევანს 2009 წლიდან 2010 წლამდე მართავდა და ასევე 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება.

სამართალდამცავმა უწყებამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბეგლარიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სთხოვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×