რეზონანსი
07.06.2026

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ქვედანაყოფებმა 6-7 ივნისის ღამეს ოკუპირებულ ყირიმში, ნავთობის საწყობსა და ნავთობტერმინალს დაარტყეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნავთობის საწყობი, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს, რუსული ძალების მიერ გამოიყენება, როგორც გადაზიდვის ცენტრი ნავთობპროდუქტების შესანახად და ტრანსპორტირებისთვის.

ობიექტში ცხრა საცავი ავზია, რომელთა ტევადობა 700-დან 3000 კუბურ მეტრამდე მერყეობს.

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, იქ რკინიგზის ვაგონ-ცისტერნები იტვირთება და შემდეგ ყირიმსა და უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადააქვთ რუსული ძალების მხარდასაჭერად.

უკრაინულმა დრონებით ასევე, დაბომბეს ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალი. ობიექტში შვიდი საწვავის შესანახი ავზია, რომელთა ტევადობა 10 000 და 20 000 კუბური მეტრია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×