რეზონანსი
08.06.2026

ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან უპასუხა კითხვას: ბრიუსელში „ქართულ ოცნებასა“ და ევროკომისიას შორის შედგება დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით. ვინ იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან წარმომადგენელი და მზად ხართ თუ არა იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა?

„ქართული ოცნება“ როგორც პარტია იქ წარმოდგენილი არ იქნება. დელეგაცია დააკომპლექტა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შედიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ეს არის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, ეს არ არის პოლიტიკური განხილვები და თქვენი ტელევიზიისთვისაც კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად ის, რომ საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არა, და ვერავინ ხსნის ეს რა კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან; რომ მაგალითად, საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება საქართველოში. ჩვენ გვთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, შევიზღუდოთ სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მოსთხოვო ბრიუსელს გაასაჯაროოს დაფინანსებები, იმისთვის, რომ გქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×