
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღაი ისრაელსა და ირანს შორის სარაკეტო იერიშების განახლებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებებზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.
„აშშ-ს, როგორც 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება. რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში, შეერთებული შტატების პირდაპირი პასუხისმგებლობა დადგენილია და ის ასევე იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი იყო ირანის წინააღმდეგ ომის დასრულება და ლიბანში კონფლიქტის დასრულება.
„მოლაპარაკებების მიზანი იყო ირანის წინააღმდეგ ომის დასრულება და ჩვენ ასევე განვიხილეთ ლიბანში კონფლიქტის დასრულება ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში“, - განაცხადა ბაღაიმ და დასძინა, რომ ამ წინაპირობისთვის ძირის გამოთხრა დიპლომატიურ პროცესზე აუცილებლად იმოქმედებს.
ამასთან, მისი თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა არ შეწყვეტილა.
ბაღაის განმარტებით, ორი დღის წინ პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის, მოჰსინ ნაქვის თეირანში ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი „მოლაპარაკებების გაგრძელებასა და მედიაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების ხელშეწყობა იყო“.