რეზონანსი
08.06.2026

კოსოვოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოქმედი პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის „თვითგამორკვევის მოძრაობამ“ მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო.

მედიის ცნობით, პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 43% მოიპოვა. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინა არჩევნების დროს აღებული 51%. ოპოზიციურმა „კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ“ 21%, „კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ“ კი 17% აიღო.

ცნობისთვის, კოსოვოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვადამდელი არჩევნები გასული 16 თვის განმავლობაში უკვე მესამედ გაიმართა. ბოლო, დეკემბრის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს, განსაზღვრულ ვადებში შეერჩიათ პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი. ამის გამო, ვადამდელი არჩევნები კიდევ ერთხელ დაინიშნა. პრეზიდენტის დასამტკიცებლად 120-მანდატიანი საკანონმდებლო ორგანოდან, სულ მცირე, 80 ხმა იყო საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×