რეზონანსი
08.06.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განაცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მომდევნო მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.

როგორც მინისტრმა სტამბოლში აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მოხარულია, რომ კოლეგებს საქართველოს დედაქალაქში უმასპინძლოს.

„შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მოუთმენლად ველოდები, რომ ვუმასპინძლო ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სტამბოლში დღეს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×