რეზონანსი
08.06.2026

ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო ევროკავშირმა ირანულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების, ჰორმოზგანის პროვინციული სარდლობის წევრები, ასევე, პოლიტიკურ საკითხებში საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილე, მოჰამად აკბარზადე და ირანის ნავთობის, გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტიორთა კავშირის წარმომადგენლი ჰამიდ ჰოსეინი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმოადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ნავიგაციის თავისუფლების ახალი მექანიზმი გამოიყენა და საჭიროების შემთხვევაში მას კვლავ გამოიყენებს.

„ირანის ქმედებები მიუღებელია. საპასუხოდ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს სანქციები ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის ჩაშლაში ჩართული ირანული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ“, – განაცხადა კაია კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×