რეზონანსი
09.06.2026

ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი - ასეთია ირაკლი კობახიძის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.

იმ ფონზე, როცა კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ აქტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა, კობახიძემ დღეს იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან საუბრები შედეგის მომტანი იქნება. 

„ჯო უილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი - ეს ერთი. მეორე - ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს  კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა? - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს და შეიძლება ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? კაცი რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია ხომ ხვდებით? ხვალ გამოვა და იტყვის პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ - საოცრებაა, ასეთი არასერიოზული არაფერი მინახავს“, - აცხადებს კობახიძე.

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ - ასეა დასათაურებული დოკუმენტი, რომელიც 8 ივნისს წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული პროცედურით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. კანონპროექტი ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება. დოკუმენტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) თებერვალში წარადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×