რეზონანსი
09.06.2026

11 ივნისის შეხვედრა ევროკავშირის ვალდებულებაა, აწარმოოს დიალოგი იმ ქვეყანასთან, ვისთანაც უვიზო მიმოსვლა აქვს. უვიზო მომისვლის შეჩერების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, 11 ივნისს ტექნიკური დონის შეხვედრა იქნება.

„პოლიტიკოსებმა რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, რიგითი, ჩვეულებრივი შეხვედრაა, რომელსაც ევროკავშირს თავისი წესდება ავალდებულებს. უვიზო მიმოსვლის შეჩერების აქტუალობამ გადაიარა. ბრიუსელშიც ხვდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება ცუდი იქნება თავად ევროკავშირის იმიჯისთვის, რადგან ქართველები ევროკავშირის მიმართ ნდობას საბოლოოდ დაკარგავენ. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის პარამეტრების დაკმაყოფილებას, ჩვენ ყველა ტექნიკური პარამეტრი დაკმაყოფილებული გვაქვს. დამატებით გამჭვირვალეობა და ოჯახური ღირებულებების კანონები შემოიტანეს, რასაც არანაირი შეხება არ აქვს სავიზო პოლიტიკასთან. ეს არის გვიან შემოტანილი მოთხოვნები, რათა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ. ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, რის ახსნასაც შეეცდება ჩვენი დელეგაცია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×