რეზონანსი
10.06.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის მოსახლეობას მოუწოდა, შეუერთდნენ ისრაელს მშვიდობის მისაღწევად.

„მე მაქვს თქვენთვის, ლიბანელი ხალხისთვის გზავნილი: ისრაელი თქვენთან ომში არ არის. ჩვენ ომში ვართ „ჰეზბოლასთან“, რომელმაც თქვენი ქვეყანა მძევლად აიყვანა, რომელიც ასრულებს ირანის ბრძანებებს და იყენებს თქვენს ტერიტორიას ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვიდეომიმართვაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ შესუსტებულია, ხოლო ისრაელი – გაძლიერებული.

„ჩვენ მშვიდობა გვინდა თქვენთან, ლიბანთან. მშვიდობა, სადაც ჩვენი ხალხი ერთად განვითარებას, ერთად აშენებას და ერთად აყვავებას შეძლებს. ამ მშვენიერი ხედვის ერთადერთი დაბრკოლება „ჰეზბოლაა“. შემოუერთდით ისრაელს. როგორც კი „ჰეზბოლა“ დაიშლება, შესაძლებლობები უსასრულო იქნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×