რეზონანსი
11.06.2026

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას პარტიის განახლების თაობაზე, მიესალმება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ბოკუჩავას თქმით, ჯანსაღი ცვლილებები პარტიაში აუცილებელია და ბევრი გამოწვევების მიუხედავად, ეს პროცესი პარტიაში უნდა დაიწყოს. 

რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის დღევანდელ განაცხადს ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ, რა ხანია ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ და მივესალმები მის მზაობას უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს.  

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! გამარჯვება საქართველოს! , - წერს ბოკუჩავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე დაფუძნებულ პარტიაში რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს. სააკაშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.

სააკაშვილი თვლის, რომ პარტია უნდა გაიხსნას ახალი ხალხისთვის. "ძველი გამოცდილი კადრების დაფასების ფონზე უნდა შემოვიღოთ მოქნილობა, დეცენტრალიზაცია, სასწრაფოდ ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები, შევქმნათ თანამედროვე ფანდრაიზინგის სისტემა"- დაწერა პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×