რეზონანსი
11.06.2026

 ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რუს­თავ­ში მომ­ხდარ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია კი­დევ 4 პირი, ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, იძა­ლა­და მა­მა­კაც­ზე. და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მა­მა­კა­ცი წა­იქ­ცა და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად იგი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა.

„გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლის თან­მხლებ­მა პი­რებ­მა, ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­დეს გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რებ­ზე. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ოთხი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე და 126-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×